პრეზიდენტის რეზიდენციაში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს

პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში, საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მოწვევით, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.
სხდომას საბჭოს მუდმივი წევრები სრული შემადგენლობით ესწრებიან, მათ შორის, პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი. სხდომაზე, რომელიც 15:00 საათზე დაიწყო, ნატო-ვარშავის სამიტისთვის მზადება, რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე რაიონებში უსაფრთხოების გარემო განიხილება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები