ევროპის ქვეყნებს შორის, საქართველოში ერის დაბერების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია

საქართველოს „დემოგრაფიული აღორძინების ფონდის“ ხელმძღვანელის, თამარ ჩიბურდანიძის განცხადებით, ევროპის ქვეყნებს შორის, საქართველოში ერის დაბერების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, კერძოდ კი, საქართველოში მცხოვრები მამაკაცების სისცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 75 წლით არის განსაზღვრული. ქალბატონების კი – 79 წლით.
„კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას ჩიბურდანიძემ ისიც განაცხადა, რომ წლოვანებას შორის არსებული მკვეთრი დისბალასი ასევე პრობლემურია.
„ერის დაბერების ტენდენცია კარგია, დადებითი მაჩვენებელიც არის, რაც მიუთითებს სახელმწიფოს დამოკიდებულებას ხანდაზმულობის მიმართ, მაგრამ თუკი ამას არ მოჰყვა შობადობა და მოსახლეობაში ახალგაზრდების წილობრივი ზრდა, მაშინ ეს სახელმწიფოზე და, პირველ რიგში, მის ბიუჯეტზე, ნეგატიურად აისახება“,- განაცხადა ჩიბურდანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები