“ეჭვს ბადებს გამოკითხვები, რომლებსაც ორგანიზაციები ”ნაციონალებთან” კავშირში შემჩნეული სპეციალისტებით ატარებენ”

„სიცრუის მანქანამ” ისე ჩაითრია საერთაშორისო ორგანიზაციების ზოგიერთი ადგილობრივი წარმომადგენელი, რომ მათი კონტროლი ცენტრალური ოფისებიდანაც კი უჭირდათ, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ღია წერილში.
ივანიშვილის განცხადებით, ზოგჯერ, საქმე იქამდეც მიდიოდა, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ შეფასებებს, უცხოელების ნაცვლად, ”ნაციონალური მოძრაობის” ხელმძღვანელები წერდნენ.
”სამწუხაროდ, ასეთი რეციდივები ახლაც შეიმჩნევა. NDI-ს და IRI-ს ჩვენი ქვეყნისთვის ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი აქვთ განხორციელებული, რისთვისაც მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის, თუმცა, დასამალი არ არის, რომ ბევრ ეჭვს ბადებს სოციოლოგიური გამოკითხვები, რომლებსაც ეს ორგანიზაციები ”ნაციონალურ მოძრაობასთან” მჭიდრო კავშირში შემჩნეული ადგილობრივი სპეციალისტების მეშვეობით ატარებენ.
ყველას გვახსოვს, უახლოეს წარსულში ეს კვლევები როგორ მკვეთრად იყო აცდენილი რეალობას – 2012 წლის არჩევნებამდე ჩატარებული გამოკითხვების მონაცემებსა და არჩევნების შედეგებს შორის ძალიან დიდი სხვაობა დაფიქსირდა. ამგვარი კაზუსები მთლიანად კვლევით ორგანიზაციებში მომუშავე ”ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტების სინდისზეა, რომლებიც ახერხებდნენ და თავიანთ სიცრუეს თავს ახვევდნენ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც კი”, – ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები