ბიძინა ივანიშვილი: ეჭვი არ მეპარება, რომ სულ რაღაც 10-15 წელიწადში ჩვენი ეკონომიკა ევროპულის მსგავსი იქნება

დღეს საქართველოს ეკონომიკა ექვსჯერ ჩამორჩება საშუალო ევროპულს. ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დღეს გამოქვეყნებულ წერილში აცხადებს, სადაც „ქართული ოცნების“ ოთხწლიანი მმართველობის შეჯამების გარდა მომავლის პერსპექტივებზე აკეთებს აქცენტს.
„ეჭვი არ მეპარება, რომ სულ რაღაც 10-15 წელიწადში ჩვენი ეკონომიკა ევროპულის მსგავსი იქნება. სწორედ ამას ვგულისხმობ, როდესაც ორიენტირად 2030 წელი ავიღე და საზოგადოება “2030” დავაფუძნე, რადგან ჩვენი და საერთაშორისო ორგანიზაციების გათვლებით საქართველოს ეკონომიკა 2030 წლისთვის საბოლოოდ გაიმართება წელში და განვითარებული ქვეყნების რიგში ჩავდგებით. ეკონომიკური გათვლების გარდა, ამის იმედს მაძლევს ჩვენი ხალხის ნიჭიერება, შრომისმოყვარეობა, სწრაფვა სიახლის შეცნობისკენ და, რასაკვირველია, ჩვენი ახალგაზრდების გონიერება, დიდი შემართება, თვითორგანიზების უნარი და საკუთარი ქვეყნის სიყვარული, რაც, თუნდაც, თბილისში დატრიალებული სტიქიური უბედურების დროსაც გამომჟღავნდა.
როცა ამას მოვახერხებთ და სიდუხჭირეს თავს დავაღწევთ, მაშინ ქართულ ფენომენსაც „ოქროს ხანა“ დაუდგება და ყველასთვის მიმზიდველი გახდება ჩვენი ლამაზი და ნიჭიერი ადამიანებით დასახლებული ქვეყანა“, – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი აქვე აღნიშნავს, რომ ქვეყნის გამთლიანების პერსპექტივა რეალური გახდება მხოლოდ მაღალ ღირებულებეზე დაფუძნებულ და ძლიერი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოში, რომელიც მიმზიდველი და საინტერესო, უპირველესად, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისათვის უნდა იყოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები