გურამ ადამაშვილი ბაქოში აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებს და ევროპის ახალგაზრდა ლიდერებს შეხვდა

,,ახალგაზრდები და გლობალური გამოწვევები“ – აღნიშნული სახელწოდებით 26–28 მაისს გამართულ ფორუმში 13 ქვეყნიდან ახალგაზრდა ლიდერებმა გლობალურ გამოწვევებზე იმსჯელეს და მიმდინარე პოლიტიკური პროცესები განიხილეს. სასწავლო შეხვედრა ორგანიზებული გახლდათ საერთაშორისო ახალგაზრდა დემოკრატიული კავშირის (IYDU) მიერ, რომელსაც მასპინძლობდა ახალგაზრდული აზერბაიჯანული პარტიის ახალგაზრდული ფრთა.

ა/ო ,,პოზიციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გურამ ადამაშვილმა შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ბაჰარ მურადოვასთან, აზერბაიჯანის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებსა და აზერბაიჯანულ ფონდებთან ქ.ბაქოში, გაეცნო მათ საქმიანობას და განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის გზები.

ადამაშვილის განცხადებით, დაიგეგმა მსგავსი ხასიათის ფორუმების სხვა ქვეყნებში გამართვაც.

,,ეს იყო მეტად საინტერესო და სასარგებლო ფორუმი. მსოფლიოს 10–ზე მეტი ქვეყნის წამყვანმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განვიხილეთ მსოფლიოსა და რეგიონის ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, ვიმსჯელეთ დემოკრატიული პროცესების გაღრმავებისა და მასში მოქალაქეთა აქტიური ჩართულობის აუცილებლობაზე“- განაცხადა გურამ ადამაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები