საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს მონიტორინგს უცხოელი სპეციალიტებით დაკომპლექტებული მეცნიერების ჯგუფი განახორციელებს

საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს მონიტორინგს პირველად 1991 წლის შემდეგ უცხოელი სპეციალიტებით დაკომპლექტებული მეცნიერების ჯგუფი განახორციელებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, უკრაინისა და ევროკავშირის ქვეყნების 40-მდე მეცნიერით დაკომპლექტებული ჯგუფი, რუმინეთის კვლევითი გემით “Mare Nigrum“ ბათუმის სანაპირო ზოლის სამეცნიერო კვლევებს განახორციელებს. შავი ზღვის მონიტორინგის ფარგლებში უცხოელი სპეციალისტები, ქართველ სპეციალისტებთან ერთად ბიოლოგიურ, ფიზიკურ-ქიმიურ და მყარი მცურავი ნარჩენების კვლევებს განახორციელებს, რაც მნიშვნელოვანია ბიომრავალფეროვნების სრულყოფილად შეფასებისათვის.
უცხოელ მეცნიერებს ბათუმის პორტში გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი, ბათუმის მერი, აჭარის საკრებულოს თავმჯდომარე და სააგენტოს სპეციალისტები დახვდნენ. შავი ზღვის კვლევები EU-UNDP-ის პროექტის „შავი ზღვის გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესება” (EMBLAS) ფარგლებში მიმდინარეობსდა საქართველოში გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაწილეობით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები