სახალხო დამცველმა ჟურნალისტებს ანგარიში გააცნო

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ჟურნალისტებს ადამიანის უფლებების შესახებ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ 2013 წლის ანგარიში წარუდგინა. ომბუდსმენის ანგარიში 600-გვერდიანია და მასში დეტალურადაა ასახული ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებული სიტუაცია.

გამოვლნილ დარღვევებთან დაკავშირებით ომბუდსმენი მთავრობას რეკომენდაციებით მიმართავს და მათზე დაუყოვნებლივ რეაგირების მოხდენას ითხოვს. ომბუდსმენის ანგარიშში შევიდა შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების საქმე. ომბუდსმენი მთავარ პროკურორს თათუხაშვილის გარდაცვალების ობიექტური მიზეზების დასადგენად რეკომენდაციით მიმართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები