რუსეთის ძალებმა, დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქი სამარი დაბომბეს.
იერიშის შედეგად დაიღუპა ხუთი და დაშავდა 23 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას, ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.
როგორც დნეპროპეტროვსკის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ლისაკი სოციალურ ქსელში წერს, დაშავებულთაგან ოთხი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა დნეპროპეტროვსკის ოლქზე სარაკეტო იერიში 24 ივნისსაც მიიტანა, რის შედეგადაც ქალაქ დნიპროში 21 ადამიანი დაიღუპა.