ბათუმში, ჟორდანიას ქუჩაზე, სროლის შედეგად ერთი პირი დაჭრეს.
დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს.
ამ წუთებში, ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული და შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 19-108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.