თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში მამაკაცი დაჭრეს.
შემთხვევა ერთ-ერთ რესტორანში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სროლას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, მამაკაცს ჭრილობა თავის არეში, ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული.
დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოში რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა კრიტიკულია.
შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
„კვირა“ მომხდარის დეტალებს შსს-ში არკვევს.