ირაკლი კობახიძე – რაც შეიძლება სწრაფ ვადებში უნდა მოხდეს სახელმწიფოს მიერ როგორც ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტის, ასევე ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის გადმობარება, ჯანდაცვის მინისტრთან ერთად მაქსიმალურად მჭიდრო ვადებს განვსაზღვრავთ როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით
რაც შეიძლება სწრაფ ვადებში უნდა მოხდეს გადმობარება, როგორც ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტის, ასევე ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის სახელმწიფოს მიერ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.
პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ეს ვადები რაც შეიძლება მოკლე უნდა იყოს.
„მომავალ კვირაში უნდა იყოს მიღებული შესაბამისი კანონპროექტი, მანამდე, რამდენიმე დღე გვაქვს და შეგვიძლია ვიმსჯელოთ ვადებთან დაკავშირებით, მანამდე უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილებები. მიდგომა არის ის, რომ რაც შეიძლება სწრაფ ვადებში უნდა მოხდეს გადმობარება, როგორც ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტის, ასევე ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის სახელმწიფოს მიერ. რაც შეიძლება მოკლე უნდა იყოს ეს ვადები, მთავარია ხარვეზები არ გაგვეპაროს, ამიტომ, ამ დღეების განმავლობაში, ჯანდაცვის მინისტრთან ერთად ვიმსჯელოთ ამ საკითხზე და მაქსიმალურად მჭიდრო ვადები განვსაზღვროთ როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით”, – განაცხადა პრემიერმა.