შემოუერთდი სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამას და გახდი საზოგადოების სრულფასოვანი წევრი!

სახელმწიფო ენის ცოდნა თითოეული მოქალაქის საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვანი მონაწილეობის წინაპირობაა. სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა გთავაზობთ სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამას, რომელიც ეთნიკური უმცირესობების, ლტოლვილთა, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე და სხვა დაინტერესებული პირებისთვის სრულიად უფასოა.

აღნიშნული პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ-საკომუნიკაციო კომპონენტებს. გარდა ამისა, მასში გათვალისწინებულია ინტერკულტურული სწავლების ელემენტები, რაც ხელს უწყობს ტოლერანტული გარემოს შექმნასა და კულტურული ღირებულებების გაცნობას.

ჟვანიას სკოლა სწავლის მსურველებს მრავალფეროვან სასწავლო კურსებს სთავაზობს, მათ შორის:

• საწყისი ქართული (A1);

• საბაზისო ქართული (A2);

• საშუალო ქართული (B1);

• სრული ქართული (B2);

• საანბანო კურსი;

• საკომუნიკაციო ქართული;

• ფუნქციურ-აკადემიური წერის უნარები;

• პროფესიული განათლების ხელშემწყობი 18 დარგობრივი კურსი (სამოქალაქო განათლება, სამართალმცოდნეობა, ტურიზმი, ბუღალტერია, მენეჯმენტი და სხვა).

სწავლება ხორციელდება როგორც დისტანციურად, ასევე დასწრების ფორმატით, სკოლის 12 სასწავლო ცენტრსა და ცენტრიდან დაშორებულ სოფლებსა და ქალაქებში მობილური ჯგუფების საშუალებით.

აღნიშნული პროგრამა არა მხოლოდ ენის სწავლას, არამედ საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენას, პროფესიულ ზრდას და საზოგადოებაში სრულფასოვნად ინტეგრირებას გთავაზობთ. გადადგი პირველი ნაბიჯი — დაიწყე დღესვე!

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები