ნიდერლანდებში კვლევებისთვის მეცნიერებს ადამიანის ემბრიონის შექმნის უფლება მისცეს
ნიდერლანდების მთავრობამ მეცნიერებს კვლევებისთვის ადამიანის ემბრიონის გამოყვანის უფლება მისცა. ამის შესახებ გამოცემა „გარდიანი“ იუწყება.
როგორც ნიდერლანდების ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, ეს გადაწყვეტილება იმისთვის არის მიღებული, რომ ადამიანს ჯანმრთელი შვილი ეყოლოს და მეცნიერებს უშვილობის პრობლემის გადაჭრაში დაეხმაროს.
აქამდე მოქმედი კანონი ნიდერლანდებში მეცნიერებს ემბრიონებზე მხოლოდ ტესტების ჩატარების უფლება ჰქონდათ, რომლებიც ესქტრაკორპოლარული განაყოფიერების შემდეგ რჩებიან.