ბერძენმა არქეოლოგებმა, სავარაუდოდ, არისტოტელეს საფლავი აღმოაჩინეს

 

ბერძენმა არქეოლოგებმა მაკედონიის ქალაქ სტაგირაში საფლავი აღმოაჩინეს, რომელიც, სავარაუდოდ, ბერძენ ფილოსოფოსს – არისტოტელეს ეკუთვნოდა. როგორც კონფერენციაზე „არისტოტელე – 2400 წელი დაბადებიდან“ არქეოლოგმა კოსტას სისმანიდისმა განაცხადა, მას ძალზე დიდი ალბათობით შეუძლია თქვას, რომ ეს საფლავი ძველ ბერძენ ფილოსოფოსს ეკუთვნის. საფლავი პატარა გუმბათოვან შენობას წარმოადგენდა მარმარილოს იატაკით. ის ქალაქ სტაგირის შესავლელთან მდებარეობდა. არისტოტელეს საფლავთან ბილიკიც მიდიოდა, რათა ადამიანებს მისი დათვალიერების შესაძლებლობა ჰქონოდათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები