გიორგი კვირიკაშვილმა 26 მაისის ღონისძიებების ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა 26 მაისის ღონისძიებების ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა. როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ღონისძიებებმა ძალიან კარგად ჩატარდა.
„კიდევ ერთხელ გილოცავთ დამოუკიდებლობისს აღდგენის 25 წლისთავს. ძალიან კარგად ჩატარდა ღონისძიებები. მართლაც ეს იყო, საერთო სახალხო დღესასწაული. ეს არ ყოფილა დღესასწაული მხოლოდ მთავრობისთვის და მთავრობის სტუმრებისთვის. ძალიან კარგია, რომ ჩვენ ვიხილეთ ჩვენი ქვეყნის ასი ათასობით მოქალაქე ქუჩებში გამოსული, გაღიმებული, გაბრწყინებული სახეებით. კიდევ ერთხელ გილოცავთ. მინდა, მადლობა გადავუხადო ორგანიზატორებს, ქალბატონ მაია ცქიტიშვილს და მთელ გუნდს, მთლიანად მთავრობის გუნდს, რომელმაც ძალიან ბევრი იშრომა ამ წარმატების მისაღწევად. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა სტუმარს, რომელმაც ჩვენთან ერთად გაიზიარა ეს სიხარული“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები