ფიქრია ჩიხრაძე კორცხელის ინციდენტზე: ინციდენტის მონაწილეები, წამქეზებლები სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ

პოლიტიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ინციდენტში მონაწილე პირები სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ.
როგორც ჩიხრაძემ აღნიშნა, მათი სამაგლითოდ დასჯა ძალიან მნიშვნელოვანია 2016 წლის არჩევნების პოლიტიკური ფონის ჩამოყალიბებისთვის.
„ამ ძალიან მძიმე ინციდენტის მონაწილეები, წამქეზებლები აუცილებლად სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური, პოლიტიკური ფონის ჩამოყალიბებისთვის, როგორ ვაპირებთ 2016 წლის არჩევნების ჩატარებას,“ – განაცხადა ჩიხრაძემ.
შეგახსენებთ, რომ 22 მაისს, ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში საკრებულოს შუალედური არჩევნების მიმდინარეობისას 53-ე საარჩევნო უბანთან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს – გიგა ბოკერიას, ნიკა მელიას, თენგიზ გუნავასა და აკო მინაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაპირისპირება საარჩევნო უბანთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების გამოჩენას მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები