დიმიტრი ქუმსიშვილი: ირაკლი შოთაძეს აქვს სრული კომპეტენცია და ცოდნა, ვინ დაჰკითხოს და ვინ – არა

ირაკლი შოთაძეს აქვს სრული კომპეტენცია და ცოდნა ვინ დაჰკითხოს და ვინ – არა, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რითიც ის მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის მიერ კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომ ის ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის დაკითხვის აუცილებლობას ვერ ხედავს.
„ირაკლი შოთაძეს აქვს სრული კომპეტენცია და ცოდნა, ვინ დაჰკითხოს და ვინ – არა, ამიტომ მე მის კომპეტენციაში არ შევალ”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ შუალედურ არჩევნებზე ”ნაციონალური მოძრაობისა” და ”ქართული ოცნების” წარმომადგენლებს შორის კორცხელის #53 უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ინციდენტის დროს დაშავდა ”ნაციონალური მოძრაობის” რამდენიმე წევრი, მათ შორის ნიკა მელია, თენგიზ გუნავა, აკაკი მინაშვილი და გიგა ბოკერია. „ნაციონალური მოძრაობა” ითხოვს, სოფელ კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით პოლიტიკური პასუხისმგებლობა კახა კალაძემ აიღოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები