საქართველოს რეგიონების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

ხვალ, 11:00 საათიდან და 16:00 საათამდე, 220კვ ელექტროგადამცემ ხაზზე ,,სათაფლია“ მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ვანის მუნიციპალიტეტის 10 500 აბონენტს, ხოლო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ კვახჭირს, 3048 აბონენტს.
“საქართველოს ელექტროსისტემის” ინფორმაციით, ასევე 27 მაისს, 10:00 საათიდან 11:00 საათამდე, ქვესადგურში “ქუთაისი 220” მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ბაღდადის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდველას, 450 აბონენტს, 11:00 საათიდან 12:00 საათამდე თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი სარბევის 40 აბონენტს. 27 მაისს, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, ელექტროგადამცემ ხაზზე “ჩოლოქი” მიმდინარე სამუშაოების გამო, ელ. ენერგიის მიწოდება შეეზღუდება ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების სოფლებს: ზედა და ქვედა ნატანები, შეკვეთილი, შრომისუბანი, სუფსა, სულ 5025 აბონენტს. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს აღნიშნული შეფერხების გამო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები