რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოთხოზორიას მკვლელობაში აფხაზურ მხარეს ადანაშაულებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობა „აფხაზი მესაზღვრეების“ მოქმედების ზონაში მოხდა, შესაბამისად, რუს სამხედროებს და მესაზღვრეეებს ინციდენტთან არანაირი კავშირი არა აქვთ.
გარდა ამისა, ზახაროვამ აღნიშნა, რომ მოსკოვი მიესალმება ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრების მექანიზმების აღდგენას, რომლის ფარგლებში პირველი შეხვედრა პარასკევს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. აფხაზეთის მესაზღვრემ საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორია 19 მაისს სოფელ ხურჩაში მოკლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები