მარტვილის მუნიციპალიტეტსა და ქალაქ ჩარნკოვს შორის თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი

მარტვილის მუნიციპალიტეტსა და პოლონეთის ქალაქ ჩარნკოვს შორის თანამშრომლობისა და პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. ხელშეკრულების შესაბამისად მხარეები იღებენ ვალდებულებას, გაუზიარონ ერთმანეთს ცოდნა და გამოცდილება სხვადასხვა სფეროში.
მემორანდუმს ხელი მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ალექსანდრე გრიგალავამ და ქალაქ ჩარნკოვის გამგებლის მოადგილე მონიკა პიოტროვსკამ მოაწერა.
მემორანდუმის გაფორმების ფარგლებში, მარტვილს დელეგაცია პოლონეთიდან სტუმრობდა. სტუმრებს მასპინძლობა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გაუწიეს.
სტუმრებს შორის იყვნენ: ქალაქ ჩარნკოვის საკრებულოს თავმჯდომარე, ქალაქის გამგებლის მოადგილე, სკოლის დირექტორები და ბიზნესმენები.
დელეგაციის წევრები გაეცვნენ მარტვილს, მათ მოინახულეს სხვადასხვა სკოლები, ბაღები, საწარმოები. გაეცვნენ მარტვილის კულტურას, ტრადიციებს, წეს-ჩვეულებებს, მათ ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილებები საჯარო სფეროში, მოაწყვეს შეხვედრა მარტვილის მუნიციპალიტეტის საჯარო სექტორისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან, რომლებთანაც ისაუბრეს როგორც მიღწევებზე, ასევე პრობლემურ საკითხებზე.
პოლონური დელეგაციის ჩამოსვლას წინ უძღვოდა, მარტვილის ხელისუფლების წარმომადგენლების სტუმრობა ქალაქ ჩარნკოვში. სტუმრები მარტვილში ერთკვირიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები