ბრიტანულმა სპეცრაზმელებმა ლიბიაში ტერაქტი აღკვეთეს

ბრიტანული სპეცრაზმის მებრძოლებმა ლიბიაში ტერაქტი აღკვეთეს, რომელსაც „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკები“ ამზადებდნენ. მათ ტერაქტამდე დანაღმული ავტომობილი გაანადგურეს. ამის შესახებ სააგენტო „ასოშიეიტედ პრესი“ იუწყება. ეს ინფორმაცია ლიბიელმა სამხედროებმა გაავრცელეს, რომლებმაც ბრიტანელი სპეცრაზმელების მოქმედებას მაღალი შეფასება მისცეს. ლიბიის სამხედრო უწყების განცხადებით, სატვირთო ავტომობილი ქალაქ მისრატას უახლოვდებოდა. ბრიტანელი სამხედროები, სავარაუდოდ, ამ შეტევისთვის მზად იყვნენ და მათ აფეთქებამდე სატვირთო მანქანის განადგურება მოახერხეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები