დიდ ბრიტანეთში მიგრაცია რეკორდულ მაჩვენებელს უახლოვდება
დიდ ბრიტანეთში მიგრაციამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. რეკორდი გასული წლის ივნისში დაფიქსირდა. მაშინ ქვეყანაში 336 ათასი ადამიანი ჩავიდა. მას შემდეგ კი დიდ ბრიტანეთში 333 ათასი მიგრანტია ჩასული.
მიგრანტების უფლება და შესაბამისი კანონმდებლობა – ერთ-ერთი მთავარია ლონდონსა და ევროკავშირს შორის დავაში.
დიდი ბრიტანეთის მთავრობა ევროკავშირიდან ჩასული მიგრანტებისთვის ოთხი წლის განმავლობაში გარკვეული სახის დახმარების შეზღუდვას მოითხოვს, თუმცა ევროკომისია ამ წინადადებას „ძალზე პრობლემურს“ უწოდებს. ევროკავშირიდან გამოსვლის საკითხზე რეფერენდუმი დიდ ბრიტანეთში 23 ივნისს გაიმართება.