როგორ ულოცავენ მსოფლიო ქვეყნები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს (ფოტოკოლაჟი)
ქართველი ხალხი, რომელიც 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოლოცვებს იღებს.
„მთელი სულით და გულით მინდა მივულოცო საქართველოს დამოუკიდებლობის დღე“ – დაწერა ტვიტერში უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ.
ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ქართულად მიულოცა „გაუმარჯოს საქართველოს“.
დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამაც მიულოცა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და ქალაქში აღინიშნავენ. ბრიუსელში, მაგალითად, ქალაქის სიმბოლო – პატარა ბიჭუნა ქართულ ეროვნულ ჩოხაში გამოაწყვეს. ფოტოები სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა ქეთევან ქარდავამ გამოაქვეყნა.