ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზის ნამახვანი-ალპანას მონაკვეთის მშენებლობის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

16 და 17 მაისს წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში „ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზის ნამახვანი-ალპანას მონაკვეთის მშენებლობისა და ექსპლუატაციის“ პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართა.
შპს „გამა კონსალტინგის“, სს “ნამახვანის” და შპს “კოქს კონსალტის საქართველოს ფილიალის“ წარმომადგენლებმა მოსახლეობასთან განიხილეს ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზის ტექნიკური პარამეტრები და მშენებლობის პროცესში გარემოზე ზემოქმედების რისკები. საჯარო განხილვაზე შეფასდა ნამახვანი-ალპანას მონაკვეთის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და ექსპლუატაციის პროექტის სოციალურ და გარემოზე ზემოქმედების საკითხები. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
საზოგადოების წარმომადგენელთა შენიშვნები და მოსაზრებები, განხილვის მასალები თანდართული იქნა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთვის ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარსადგენ გზშ-ს ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები