ქეთევან ციხელაშვილი ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების ინფორმაციას ვერ ადასტურებს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის დაკავებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ვერ ადასტურებს.
“ასეთი ინფორმაცია გავრცელდა, თუმცა ჩვენ მას ვერ ვადასტურებთ. ჯერ ეს ინფორმაცია არის გადასამოწმებელი. 27 მაისს არის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა გალში, რომელიც სასწრაფო რეჟიმში ჩაინიშნა ქართული მხარის მოთხოვნით, ჩვენი უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერით. შეხვედრაზე ერთადერთი მთავარი საკითხი სწორედ ეს მკვლელობა გახლავთ. კერძოდ კი, დამნაშავის და მასთან დაკავშირებული პირების დასჯა. ქართული მხარე მოითხოვს კანონის სრული სიმკაცრით წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
“კვირას” ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად ქართულ მხარეს ამ დრომდე არ დაუდასტურებია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები