თსუ-ში კანცლერის დანიშვნის პროცედურა შესაძლოა, გაჭიანურდეს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერობის კანდიდატი ალექსანდრე ჩხიტაური მიიჩნევს, რომ უნივერსიტეტში კანცლერის დანიშვნის პროცესმა შესაძლოა, გადაიწიოს.
როგორც მან „კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კანონმდებლობის თანახმად, მოქმედი კანცლერის კანდიდატებთან დაკავშირებული ინფორმაცია აკადემიურმა საბჭომ 1-5 ივნისამდე უნდა განიხილოს, ხოლო კანცლერის დანიშვნა უკვე 8 ივლისისთვის უნდა მოხდეს, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ ეს პროცესები ვადაში გაიწელოს, რადგან სტუდენტების გარკვეული რაოდენობა ისევ თვითთმმართველობის გაუქმებას ითხოვს.
მოქმედი კანცლერობის კანდიდატის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ზემოთ ხსენებულ პოზიციაზე, მხოლოდ უნივერსიტეტის შიგნიდან 4 ადამიანი გამოეხმაურა.
„უნივერსიტეტის დებულებიდან გამომდინარე, მმართველი რგოლი უნივერსიტეტს 8 ივლისამდე უნდა ჰყავდეს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, თუ რა პროცესები მიმდინარეობს, შესაძლებელია, რომ ამ პროცესებმა კიდევ გადაიწიოს და თუ აქციები ისევ დაიწყო, ეს პროცესები, რა თქმა უნდა, შემაფერხებელი იქნება“, – აღნიშნა ჩხიტაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები