თსუ-ს კანცლერობის კანდიდატი ალექსანდრე ჩხიტაური თვითმმართველობის გაუქმებას არ მიესალმება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერობის ერთ-ერთი კანდიდატი ალექსანდრე ჩხიტაური ზემოთ ხსენებული უნივერსიტეტის სტუდენტების მოთხოვნას ეხმაურება, რომელიც თვითთმმართველობის გაუქმებას გულისხმობს.
„კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას, მან განაცხადა, რომ აღნიშნული მოთხოვნა მისთვის მიუღებელია და უმჯობესი იქნება, თუ ყველაფერი კანონის ფარგლებში გადაწყდება.
„სტუდენტების მოთხოვნა აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ, რომ გარკვეული ვადის დაწესების შემდეგ მათ უნდა უზრუნველყონ ამ ორგანოს გაუქმება, მიმაჩნია, რომ კონტექსტიდან ამოგდებულია. მესმის სტუდენტების აღელვება, მაგრამ საკითხის ასეთი კუთხის დაყენება და ხელისუფლების მიმართ ასეთი მოთხოვნის წაყენება სწორად არ მიმაჩნია “,- განაცხადა ჩხიტაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები