მამუკა არეშიძე: ოთხოზორიას მკვლელის მცდელობა, გადაელახა რუსეთის საზღვარი, არ შედგა

ექსპერტ მამუკა არეშიძის ინფორმაციით, აფხაზეთის დე ფაქტო საზღვართან ვანდალურად მოკლული გიგა ოთხოზორიას მკვლელი დაკავებულია.
„პიროვნება, რომელმაც ჩაიდინა ეს მკვლელობა, დაკავებულია. ირკვევა, რომ მისი მცდელობა, გადაელახა რუსეთის საზღვარი, არ შედგა. აფხაზური მხარე ასეთ ინფორმაციას გვაწვდის.
არაფორმალურად მას შიდა პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. არაფორმალურად იმიტომ, რომ ეს არ ყოფილა სამართლებრივი გადაწყვეტილება. ეს იყო ბრძანება. ვიმეორებ, ასეთ ინფორმაციას აფხაზური მხარე გვაწვდის და ის გუშინ დააკავეს. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, რუსული მხარე აპირებს, რომ ეს საკითხი გალის ე.წ. შეხვედრაზე განიხილოს. იციან, რომ ქართულ მხარეს და ამ პროცესის ხელმძღვანელობას აუცილებლად ექნება პრეტენზია. ის, რომ ეს პიროვნება დაკავებულია, სწორედ აქ უნდა გააჟღერონ“, – განაცხადა მამუკა არეშიძემ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები