ლუვრში ცხვრები შეიყვანეს

ლუვრში უჩვეულო დემონსტრაცია გაიმართა. მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მუზეუმში – ლუვრში ფერმერებმა ცხვრები შეიყვანეს. ამ ფორმით მათ ხელისუფლების მიერ სოფლის მეურნეობის სფეროში დაგეგმილი რეფორმები გააპროტესტეს. დემონსტრანტები სოფლის მეურნეობაზე ინდუსტრიალიზაციის გავლენის ზრდას გმობენ. აქცია პროფკავშირების მიერ იყო ორგანიზებული. ცხოველები სპეციალურად დემონსტრაციისთვის პარიზში რამდენიმე ფერმიდან ჩაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები