კიბერუსაფრთხოების ბიუროს ესტონეთის თავდაცვის მინისტრი ესტუმრა

კიბერუსაფრთხოების ბიუროს ესტონეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი, ჰანეს ჰანსო ესტუმრა. შეხვედრაზე კიბერუსაფრთხოების ბიუროს წარმომადგენლებმა სტუმრებს ესტონეთი-საქართველოს ურთიერთთანამშრომლობისა და ესტონური მხარის მხარდაჭერით განხორციელებულ ღონისძიებათა ამსახველი ვიდეო-რგოლი და პრეზენტაცია წარუდგინეს.
კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა, ანდრია გოცირიძემ სტუმრებს ბიუროს სამომავლო მიზნებისა და ესტონურ მხარესთან დაგეგმილი პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
მინისტრმა დაათვალიერა კიბერუსაფრთხოების ბიურო, გაეცნო CERT მუშაობის პრინციპს და ბიუროში სტაჟირებაზე მყოფ საერთაშორისო მისიებსა და რუსეთ-საქართველოს ომში დაჭრილ ჯარისკაცებს. ჰანეს ჰანსო კიბერუსაფრთხოების ბიუროს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის (GDSC) ფარგლებში ესტუმრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები