ამერიკელი მეცნიერები ადამიანის ტვინის რეგენერირების ექსპერიმენტს ატარებენ
ამერიკულმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანია Bioquark Inc-მა და ინდურმა Revita Life Sciences-მა გარდაცვლილი ადამიანის ტვინის რეგენერირების პროექტის რეალიზება დაიწყეს. კომპანიებმა ქვეყნის ხელისუფლებებისგან ნებართვა უკვე მიიღეს.
ექსპერიმენტში მონაწილეობისთვის 20 ადამიანი შეირჩა, რომლებსაც ტვინი გაეთიშათ, ხოლო მათი სიცოცხლისუნარიანობა ხელოვნურად არის შენარჩუნებული.
ამ ადამიანების ტვინის ფუნქციების აღდგენას მეცნიერები ღეროვანი უჯრედებით და ნეიროპეპტიდების შეშვეობით აპირებენ. ასევე ექსპერიმენტის მონაწილეებს ზედა კიდურების ლაზერულ ელექტროსტიმულირებას ჩაუტარებენ.
ამ მეთოდის ეფექტურობა ადრე უკვე დადასტურდა, კომაში მყოფი პაციენტების მკურნალობის დროს.