ერაყის ქალაქ ფალუჯაში „სიკვდილის ესკადრონები“ გამოჩნდნენ

ერაყის ქალაქ ჰალუჯის ქუჩებში „ისლამური სახელმწიფოს“ „სიკვდილის ესკადრონები“ გამოჩნდნენ. მათ ბრძანება აქვთ მიღებული, ნებისმიერი ადამიანი მოკლან, რომელიც ქალაქის დატოვებას შეეცდება.
„სიკვდილის ესკადრონები“ ფალუჯის ქუჩებში მას შემდეგ გამოჩნდნენ, რაც ერაყის ხელისუფლებამ მისი გათავისუფლების ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. სამხედროებმა მოუწოდეს მშვიდობიან მოსახლეობას, ქალაქი დატოვონ ან სახლებზე თეთრი დროშა აღმართონ, რათა დარტყმის ობიექტები არ გახდნენ. „ისლამური სახელმწიფო“ ქალაქის მოსახლეობას, სავარაუდოდ, ცოცხალ ფარად გამოიყენებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები