კუბაში მცირე და საშუალო ბიზნესის ლეგალიზება მოხდა
კუბის ხელისუფლებამ მცირე და საშუალო ბიზნესის ლეგალიზება მოახდინა. დღეს მოქმედი კანონით, კერძო დასაქმება მხოლოდ რესტორნებში და სილამაზის სალონებშია შესაძლებელი.
ამის თაობაზე „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ახალი გადაწყვეტილებით, კუბის კომუნისტური პარტია ქვეყნის ეკონომიკის გამოცოცხლებას გეგმავს. ბოლო თვეებში საერთაშორისო თანამეგობრობამ კუბის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ნაწილი მოხსნა. ამჟამად კუბის ხელისუფლება მათ საბოლოო გაუქმებას ცდილობს.