ყვავილების ფესტივალი – “ვარდობისთვე თბილისში” მეთორმეტედ ჩატარდება

თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ხელშეწყობით ყოველწლიური ფესტივალი “ვარდობისთვე თბილისში” 2016 წლის 26 მაისს მეთორმეტედ ტარდება.
წელს ფესტივალი დამთვალიერებელს 11:00 საათიდან ტრადიციულად სოფიკო ჭიაურელის სახელობის სკვერში და მიმდებარე ქუჩებზე უმასპინძლებს.
2016 წლის ფესტივალის თემაა ურბანული გამწვანების მცირე ზომის კომპოზიციები და ზაფხულის აქცენტები აგარაკებისათვის, რაც ბოლო ხანს საკმაოდ აქტუალური გახდა. წელს ფესტივალს გამწვანების სფეროში მოღვაწე 180-მდე მონაწილეს აერთიანებს. აღსანიშნავია, რომ წელს ფესტივალი ასევე ბევრ მეყვავილესა და მცენარეების კოლექციონერს მასპინძლობს რეგიონებიდან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები