„თალიბანს“ ახალი ლიდერი ჰყავს

მოძრაობა „თალიბანმა“ გავრცელებულ განცხადებაში აღიარა თავისი ლიდერის, მულა მანსურის დაღუპვის ფაქტი და ახალი ლიდერის ვინაობა დაასახელა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. „თალიბანის“ ახალი ლიდერი ჰაიბათულა ახუნზადა იქნება, რომელიც მანამდე მანსურის მოადგილე იყო და შარიათის სასამართლოების ჩატარებაზე იყო პასუხისმგებელი.
მისი მოადგილეები იქნებიან: სარაჯუდინ ჰაკანი, რომელმაც ქაბულში რამდენიმე ტერაქტი მოაწყო და გასულ წელს მოკლული მულა ომარის შვილი, მოჰალედ იაკუბი. მულა ახტარ მანსური „ტალიბანის“ ლიდერი 2015 წლიდან იყო. ის ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატის დარტყმის შედეგად გაანადგურეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები