შსს-ში კორცხელის ინციდენტში მონაწილე სპორტსმენების დაკავებას არ ადასტურებენ

გავრცელებული ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ კორცხელის ინციდენტში მონაწილე სპორტსმენები დააკავა, სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ “კვირას” შსს-ში განუცხადეს.
უწყებაში სპორტსმენთა გამოკითხვის პროცედურები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. პარალელურად სამინისტროსთან სპორტსმენების მხარდამჭერი აქცია იმართება, სადაც გავრცელდა ინფორმაცია, სპორტსმენების შესაძლო დაკავების თაობაზე. აქციის მონაწილეები “ნაციონალური მოძრაობის” წევრების დაკითხვას ითხოვენ და აცხადებენ, რომ კორცხელში მომხდარი ინციდენტი სწორედ ოპოზიციის პროვოკაციას მოჰყვა. მათი თქმით, კორცხელში პროვოკაცია სწორედ თბილისის ყოფილმა მერმა ნიკა მელიამ მოაწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები