გურამ ჩალაგაშვილი პარტიიდან წამოსვლის მიზეზებს განმარტავს
“მიზეზი, თუ რატომ დავტოვე “ნაციონალური მოძრაობა”, არის აბსოლუტურად იგივე, რაც ვაშაძემ დაასახელა“, – ამის შესახებ
“ნაციონალური მოძრაობის“ უკვე ყოფილმა წევრმა გურამ ჩალაგაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.
ჩალაგაშვილის განცხადებით, მან პარტია იმ მიზეზით დატოვა, რის გამოც, მისმა თანაგუნდელმა გიორგი ვაშაძემ რამდენიმე დღის წინ.
“მიზეზი, თუ რატომ დავტოვე “ნაციონალური მოძრაობა”, არის აბსოლუტურად იგივე, რაც ვაშაძემ დაასახელა. ჩვენ ყველამ ერთად, ახალგაზრდებმა, ძალიან ბევრი რეფორმა გავატარეთ, თუმცა დავინახეთ მხოლოდ და მხოლოდ ის, რაც დღეს ხდება პარტიაში. ეს არის ჩაკეტილი კარებები, ჩაკეტილი სისტემა. სულ რამდენიმე ადამიანი კარებს უკან შეყუჟული იღებს გადაწყვეტილებას მთელი პარტიის სახელით. არ ჩანს არანაირი გზა, გეგმა იმისა, თუ როგორ უნდა მოვიშოროთ არაფრისმაქნისი ხელისუფლება”, – განაცხადა ჩალაგაშვილმა.
შეგახსენებთ, გიორგი ვაშაძემ 5 მაისს დატოვა “ნაციონალური მოძრაობა“, რადგან მისი თქმით, ამ პარტიამ არ გაამართლა საზოგადოების იმედები და ხელს უწყობს ბიძინა ივანიშვილის პარტიის გაძლიერებას.
დღეს კი, გურამ ჩალაგაშვილმა „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა.