გარემოს დაცვის სამინისტრომ „ტყის კოდექსის“ კანონპროექტის მორიგი განხილვა გამართა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის მხარდაჭერით, ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში, „ტყის კოდექსის“ კანონპროექტის მორიგი განხილვა გამართა.
უწყების პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე დოკუმენტის ძირითად პრინციპულ საკითხებსა და იმ ცვლილებებზე იმსჯელეს, რასაც ახალი კოდექსის მიღება გამოიწვევს. ახალი კოდექსით საფუძველი ეყრება ტყის მდგრადი მართვის პრინციპებს, აღდგება სატყეო მეურნეობები, დაინერგება მრავალფუნქციური ტყითსარგებლობის სისტემა, შეიქმნება მერქნის ლეგალური ბაზარი, მერქნული რესურსი ხელმისაწვდომი გახდება მოსახლეობისათვის, ეტაპობრივად გაუქმდება სოციალური ჭრები, ადგილობრივი მოსახლეობა ტყის მართვაში დასაქმდება.
განხილვას მინისტრის მოადგილეები: თეიმურაზ მურღულია, ეკატერინე გრიგალავა, ბესარიონ აბაშიზე, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, გარემოს ეროვნულის სააგენტოს წარმომადგენლები, ეროვნული საშენი მეურნეობისა და გარემოსდაცვითი განათლებისა და ინფორმაციის ცენტრის ხელძღვანელები, აგრეთვე კოდექსის შემუშავების მაკოორდინირებელი კომისიის წევრები და ექსპერტები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები