გია დვალი: ტექნოლოგიური ინსტიტუტის სახით, საქართველოს განათლების საუკეთესო ცენტრი ექნება

ტექნოლოგიური ინსტიტუტის სახით, საქართველოს განათლების საუკეთესო ცენტრი ექნება, – ამის შესახებ ტექნოლოგიური ინსტიტუტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ, ფიზიკოსმა გია დვალმა გადაცემა “2030“-ში საუბრისას განაცხადა.

“ამისთვის აუცილებელია, ადგილზე მსოფლიო სტანდარტის კვლევითი ოპერაცია არსებობდეს. თავიდან ის ბევრ დარგს ვერ დაფარავს, მაგრამ მსოფლიო სტანდარტის უნდა იყოს. სტანდარტზე კომპრომისი არ შეიძლება. ჩვენი უცხოელი კოლეგები მზად არიან, დაგვეხმარონ, მაგრამ ძალიან ბევრი რამ საქართველოს მხრიდან არის გასაკეთებელი, უნდა გვქონდეს ძალიან ამბიციური გეგმები. ამის გარეშე ვერაფერს გავაკეთებთ. როგორც კი გადაწყდა, რომ აქ ამაჩქარებელზე ორიენტირებული ინსტიტუტი შენდება, ეს იმას ნიშნავს, რომ სწორება არის მსოფლიო სტანდარტზე. საქართველოს ექნება განათლების საუკეთესო ცენტრი, ანუ, უფრო განათლებულ ახალ თაობას მიიღებს”, – განაცხადა გია დვალმა.

მისი თქმით, ტექნოლოგიური ინსტიტუტი არსებული განათლების სისტემიდან აბსოლუტურად დამოუკიდებელი იქნება და განათლების სისტემის გაძლიერების საფუძველს შექმნის.

“ეს პროექტი შექმნის პრეცედენტს, როცა დამოუკიდებელი ინსტიტუცია შეიქმნება, რომელიც მთლიანად საერთაშორისო სტანდარტებზე იქნება ორიენტირებული. ეს ინსტიტუტი არსებული განათლების სისტემიდან აბსოლუტურად დამოუკიდებელი იქნება და მან განათლების სისტემის გაძლიერების საფუძველი უნდა შექმნას”, – განაცხადა ფიზიკოსმა გია დვალმა.

მისივე თქმით, საქართველოში სტუდენტები შეირჩევიან და მოსამზადებლად იტალიაში გაიგზავნებიან.

“საქართველოში სტუდენტები შეირჩევიან და მოსამზადებლად იტალიაში გაიგზავნებიან. საბაკალავროდან შეიძლება სტუდენტების ამორჩევა, რადგან აქ ძალიან ნიჭიერი და დაინტერესებული ახალგაზრდები არიან. თქვენ შეგიძლიათ შეამოწმოთ, რომ აქაური ბაკალავრიატდამთავრებულები, სხვადასხვა უნივერსიტეტში საკმაოდ წარმატებულები არიან”, – აღნიშნა გია დვალმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები