ტურიზმის ფორუმზე „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ახალი კომპონენტების პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტომ ეროვნული ტურიზმის 2016 წლის დაჯილდოებაზე სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ახალი, კინოინდუსტრიის წახალისებისა და სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტები წარადგინა.
24 მაისს გამართულ ტურიზმის ყოველწლიურ ფორუმზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ქეთევან ბოჭორიშვილმა საქართველოს მთავრობის მიერ ტურიზმის სფეროს განვითარების კუთხით გადადგმული ნაბიჯები და შემუშავებული მექანიზმები განიხილავს.
ღონისძიებაზე მეწარმეობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა აღნიშნული ახალი კომპონენტების პრეზენტაცია გამართა და აუდიტორიას დაწვრილებით გააცნო პროგრამის დეტალები, მათი პოზიტიური გავლენა ტურისტების ნაკადის ზრდასა და ზოგადად, შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.
შეგახსენებთ, რომ კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტი „გადაიღე საქართველოში“ გულისხმობს ე.წ cash rebate მექანიზმის დანერგვას, რომელიც კინომწარმოებლის მიერ საქართველოში დახარჯული ბიუჯეტიდან კვალიფიციური ხარჯების 25%-მდე ანაზღაურებას მოიაზრებს. „გადაიღე საქართველოში“ მნიშვნელოვნად უწყობს ხელს უცხოელი კინომწარმოებლეის საქართველოთი დაინტერესებას და განაპირობებს ქვეყნის, როგორც აღმოსავლეთ ევროპის გადასაღები ცენტრის პოზიციონირებას, ასევე, წარმოადგენს სტიმულს ბევრი აღიარებული საერთაშორისო რეჟისორისა თუ პროდიუსერისთვის ჩამოვიდეს საქართველოში, გამოიყენოს ახალი შესაძლებლობა და დაინახოს მისი პოტენციალი.
კიდევ ერთი ახალი, სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტი „უმასპინძლე საქართველოში“, რომელსაც კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტის მსგავსად ასევე მეწარმეობის განვითარების სააგენტო ახორციელებს, სასტუმროს აშენებით დაინტერესებულ მეწარმეს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაიოლების კუთხით მხარდაჭერას სთავაზობს და ყველანაირ პირობებს ქმნის საერთაშორისო ბრენდის ქართულ ბაზარზე შემოსაყვანად. შესაბამისად, გავლენას ახდენს ქვეყნის პოპულარიზაციაზე, უფრო მიმზიდველს ხდის საქართველოს და ხელს უწყობს ტურიზმის სფეროს კიდევ უფრო განვითარებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები