ვინ ბლოკავს საპარლამენტო ცვლილებებს, რომლებიც უსახლკაროებს ეხებათ?

„უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის“ ხელმძღვანელი თამარ იოვაშვილი ამბობს, რომ ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში უსახლკაროთა რიცხვი, სამწუხაროდ, იზრდება და სასწრაფოდ მისაღებია კანონი, რომელიც მათ პრობლემებს მოაგვარებს.
„ახლა დამიკავშირდნენ ქუთაისიდან. ამ ადამიანებს აქვთ ყველანაირი დოკუმენტაცია, რომლის წარმოდგენაც შეუძლიათ თავიანთი ნათქვამის გასამყარებლად. საზოგადოებამ იცის, რომ ჩვენ ვიბრძვით უსახლკაროთა შესახებ კანონპროექტის მიღებისთვის. ჩვენი ორგანიზაციის მიზანია, რომ ეს კანონი იქნას ინიცირებული პარლამენტში. მოესწრება თუ არა ამ კანონის მიღება მოქმედ პარლამენტში, ეს სხვა საქმეა, მაგრამ მისი წარდგენა მაინც უნდა მოხდეს. ნოემბრიდან იყო დაპირება კანონპროექტის წარდგენის, იგეგმებოდა პოლიტიკოსებთან შეხვედრა, ყურადღებას გვპირდებოდა გია ჟორჟოლიანი, მაგრამ ამ დრომდე არანაირი წინსვლა არ არის და უკვე ყველასთვის ცხადია, რომ ეს კანონპროექტი იბლოკება. სწორედ ამ საკითხზე დამიკავშირდნენ ქუთაისიდან და საკმაოდ ნიშანდობლივი ინფორმაცია მომაწოდეს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველაფრის თავში დგას პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, ის ბლოკავს ყველა საპარლამეტო ცვლილებას, რაც ეხებათ უსახლკაროებს, სხვა სახის დაზარალებულებს. ჩვენთვის ცნობილია, რომ ბატონი უსუფაშვილი ლობირებს მევახშეებსაც, აქედან გამომდინარე მის ინტერესებში არ შედის ასეთი კანონპროექტების მიღება.
ადრე ამ ბიზნესს ლობირებდა აკაკი ბობოხიძე, რომლის დამსახურებითაც ქუთაისსა და წყალტუბოში არაერთი ოჯახი გაუბედურდა. ეტყობა, კოჰაბიტაციის პროცესში ბობოხიძის საქმიანობა უსუფაშვილმა გადმოიბარა. 2 ივნისს, პარლამენტის უკანა შესასვლელთან ისევ გვექნება აქცია და ეს ორგანიზაცია ქუთაისიდან შემოგვიერთდება. არსებობს დოკუმენტები და ჰაერზე არაფერს ვამბობ!“-განაცხადა იოვაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები