„დავით კოღუაშვილმა პრემიერ-მინისტრი უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა“

დავით კოღუაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უხერხულ მდოგმარეობაში ჩააყენა, – ასეთი შეფასება მისცა “ახალი მემარჯვენეების“ გენერალურმა მდივანმა მანანა ნაჭყებიამ დავით კოღუაშვილის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას, რომელიც რამდენიმე დღეა საზოგადოების განხილვის საგანია.
„დავით კოღუაშვილის განცხადება, მართლაც, დაუფიქრებელი იყო და პრემიერ- მინისტრი მან უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა. რითი იყო განპირიბებული ეს განცხადება, ამის თქმა მიჭირს. დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც კოღუაშვილმა დატოვა „ახალი მემარჯვენეები“ და მასთან კონტაქტი არ მქონია, შესაბამისად, მისი პოლიტიკური გემოვნება და ხედვა ყოფილ თუ დღევანდელ ხელისუფლებასთან მიმართებაში, ჩემთვის უცნობია“,-განაცხადა ნაჭყებიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები