მანანა ნაჭყებია პრემიერის განცხადებას ეხმაურება – კანონის გამკაცრებამდე არსებული რეგულაციები უნდა ამოქმედდეს

“ახალი მემარჯვენეების“ გენერალური მდივანი მანანა ნაჭყებია პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმაურება, რომელიც სამეგრელოში მომხდარი ინციდენტის აღსაკვეთად, კანონმდებლობის გამკაცრებას ეხება. ის მიიჩნევს, რომ, პირველ რიგში, ის რეგულაციები უნდა შევიდეს ძალაში, რაც არსებობს, რადგან სხვა შემთხვევაში არაფერი შეიცვლება.
„ვფიქრობ, კანონმდებლობის გამკაცრებამდე, საჭიროა, რომ, პირველ რიგში, არსებული კანონმდებლობის ფარგლებში იყოს პრეცედენტები, რომ ამის გამო, ადამიანები დაისაჯნენ. სწორედ ეს იქნება პრევენცია იმისა, რომ აღარ მოხდეს ის, რაც კორცხელში მოხდა. თუ ადამიანები დაინახავენ, რომ კანონი კანონობს, მხოლოდ ამის შემდეგ გვექნება საშუალება, რომ ჩვენს ქვეყანაში აღარ ვიხილოთ ის, რაც იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, 10-15 წლიანი პატიმრობის ფორმაც რომ მიუსაჯონ ამ ადამიანებს, თუ ამ ფორმას არ გამოიყენებენ, ეს არავის შეაშინებს“,-განაცხადა ნაჭყებიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები