კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა ამოქმედდა

კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა ამოქმედდა. მართვის ცენტრმა დღეს დილას თელავის რაიონის სოფლებში სეტყვასაშიში ღრუბლების დასაშლელად სროლები განახორციელა.
როგორც ,,დელტას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თამარ გვარიშვილი აცხადებს, სეტყვის საწინააღმდეგო ყველა დანადგარი სრულად არის აღჭურვილი და გარკვეული რაოდენობა უკვე ამუშავდა.
მისივე თქმით, დღეს თელავში 50-მდე რაკეტა გაისროლეს, რის შედეგადაც კონკრეტული ზონების დამუშავება მოხერხდა და სეტყვა წვიმად წამოვიდა.
მაისში, სხვადასხვა დროს, კახეთის რამდენიმე რაიონის ათზე მეტი სოფელი სეტყვამ მნიშვნელოვნად დააზარალა. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის შექმნაზე 2014-2015 წლებში ბიუჯეტიდან დაახლოებით 20 მილიონი ლარი დაიხარჯა. სისტემის მართვის ცენტრი თბილისშია ბაზირებული, კახეთში კი 86 საცეცხლე წერტილია განთავსებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები