გულიკო ზუმბაძე მერიას მოუწოდებს, რომ მათ მიერ წარმოებული საქმეები უფრო გამჭვირვალე იყოს

თბილისის საკრებულოს წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე ქალაქ თბილისის მერის – დავით ნარმანიას საკრებულოში გამოსვლას ეხმაურება. ის მოუწოდებს მერიას და სხვა საჯარო დაწესებულებებს, რომ მათ მიერ წარმოებული საქმეები, უფრო გამჭირვალე იყოს, რათა შეკითხვები არ გაჩნდეს.
„გადაწყვეტილების მიღებამდე, საქმეში უნდა ჩეართონ დაინტერესებული პირები და ის სპეციალისტები, რომელთა მიმართაც საზოგადოებას მაღალი ნდომა გააჩნია და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილებები. მნიშვნელოვანია დემოკრატიულობის ხარისხი. საზოგადოებას არ უნდა ჰქონდეს განცდა იმისა, რომ სადღაც, მალულად და ფარულად, თუნდაც სასიკეთოდ, შეიცვალა რაღაც საკითხი და ეს არ იყო გამჭვირვალე. გვაქვს უკმარისობის განცდა და მოვუწოდებთ ქალაქ თბილისის მერიას და ნებისმიერ საჯარო დაწესებულებას, რომ მათი საქმე გამჭვირვალე იყოს“,-განაცხადა ზუმბაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები