გულიკო ზუმბაძე – თბილისის საკრებულოს მოსახლეობა ხშირად საცხოვრებლის და ჰაერის დაბინძურების საკითხებზე მომართავს

თბილისის საკრებულოს წევრის, ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის გულიკო ზუმბაძის განცხადებით, საზოგადოების იმ ნაწილის მხრიდან, რომელიც მას დახმარების სურვილით მიმართავს, განსაკუთრებით გამოირჩევა ეკონომიკური პრობლემები, საცხოვრებლისა და ჰაერის დაბინძურებისა და ტრანსპორტირების საკითხებიც. მისივე თქმით, ჯერ კიდევ არსებობს ისეთი თემები, რომლებზეც სახელმწიფოს სამოქმედო სტრატეგია არ გააჩნია.
„მე, როგორც 5 შემოერთებული ტერიტორიის, მათ შორის დიდი ლილოს, პატარა ლილოს, ორხევის და აეროპორტის მაჟორიტარი დეპუტატი, გეტყვით, რომ არის ტრანსპორტირების პრობლემა. არ გაგვაჩნია უსახლკაროების, საბინაო პოლიტიკა და სახელმწიფოს არ აქვს ამ კუთხით ჩამოყალიბებული ხედვა. ასევე არის დაუკანონებელი ფართების და არასათანადო საცხოვრებელი ფართების პრობლემაც. ჩვენი მოსახლეობა, ათი ათასობით ოჯახი მკვეთრად არასათანადო საცხოვრებელ პირობებში ცხოვრობს, ამაზე არსებობს სახალხო დამცველის დასკვნა და ჩვენმა კომისიამაც ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთი სხდომა გამართა. ასევე პრობლემურია ჰაერის დაბინძურების საკითხიც“,- განაცხადა ზუმბაძემ.
მისივე განმარტებით, სახელმწიფოს მიდგომა ამ კუთხითაც გასამკაცრებელია, რადგანაც სახელმწიფოს მხრიდან ჯერ კიდევ არ ხდება ზედამხედველობის განხორციელება და მოსახლეობა განსაკუთრებით უკმაყოფილოა საწარმოებისგან გამოყოფილი გამონაბოლქვით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები