გულიკო ზუმბაძე – მოსახლეობა კარგად უნდა გაერკვეს პარლამენტის და თვითმმართველობის კომპეტენციაში

თბილისის საკრებულოს წევრის, ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის, გულიკო ზუმბაძის განცხადებით, წინასაარჩევნოდ ხშირია შემთხვევები, როდესაც მოსახლეობას საპარლამენტო და თვითმმართველობის ორგანოების ფუნქციები ერთმანეთში ერევა, რის შედეგადაც კანდიდატებს ისინი არასწორ მოთხოვნებს უყენებენ. მისივე განმარტებით, არჩევნები კარგი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ მოსახლეობა ამ ორი ორგანოს კომპეტენციებში გაერკვიოს.
„25 წელია, რაც დღემდე ჩატარებულ არჩევნებში სხვადასხვა ფორმით ვმონაწილეობ. ყოველთვის ხდება გარვეული ფუნქციების აღრევა, რის შედეგადაც საპარლამენტო კანდიდატს მოსახლეობა ხშირად უყენებს ადგილობრივი პრობლემების მოგვარების მოთხოვნებს და თუკი ეს სახელისუფლებო კანიდატია, ხშირად ხდება ხოლმე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება იმისთვის, რათა ამომრჩევლის გული მოგებულ იქნას. ეს, ასე არ უნდა იყოს. ჩვენ გვჭირდება განათლებული მოსახლეობა, ასამაღლებელია სამოქალაქო ცნობიერება. ეს არ არის დასამალი და ეს პრობლემურია. თვითმმართველობის და პარლამენტის კომპეტენციები სხვადასხვაა და არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკურმა სუბიექტმა ძალისხმევა იქითკენ უნდა მიმართოს, რომ მოსახლეობას არ ჰქონდეს ფუნქციების აღრევის განცდა, იცოდეს, რა მოეთხოვება საპარლამენტო და თვითმმართველობის ორგანოებს.
საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნებში კარგი შანსი გვაქვს, რომ მოსახლეობა გაერკვეს ამ კომპეტენციებში და ნაბიჯები შესაბამისად გადადგას “,- განაცხადა ზუმბაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები