ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრი დააჯილდოვეს

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო პროფესიული თეატრი დააჯილდოვეს. ინფორმაცია თეატრის დირექტორმა მედეა ჩარკვიანმა გაავრცელა.
ბოსნია-ჰერცოგოვინაში, სარაევოს რიგით მე-17 საერთაშორისო თოჯინურ ფესტივალზე Lut Fest ქართულმა დასმა სპეციალური პრიზი მიიღო.
საქართველომ ამ ფესტივალში პირველად მიიღო მონაწილეობა და დიმიტრი მელიას რეჟისორობით წარადგინა სპექტაკლი “წითელქუდა”.
„სარაევოს საერთაშორისო ფესტივალზე ჟიურის სპეციალური პრიზი ავიღეთ მცირე ფორმის სპექტაკლის საუკეთესოდ დადგმისათვის. ვულოცავ ყველა მონაწილეს, ჩვენს თეატრს და ყველას, ვისაც ვუყვარვართ და ვინც გვგულშემატკივრობს“, – წერს ფეისბუქის გვერდზე დიმიტრი მელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები