გულიკო ზუმბაძე სამეგრელოს ინციდენტს ეხმაურება – კრიმინალი წინასაარჩევნო პერიოდშიც კრიმინალია

თბილისის საკრებულოს წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე სამეგრელოში ინციდენტს ეხმაურება, სადაც გარკვეულმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა ფიზიკური შეხლა-შემოხლის დროს დაზიანებები მიიღეს. მისი განცხადებით, სამართალდამცავი ორგანოები ნებისმიერ შემთხვევაში მოწოდების სიმაღლეზე უნდა იდგნენ და შესაბამისი ზომებიც მიიღონ.
„ჩემი მოსაზრებით, როდესაც დანაშაული ხდება, ეს აუცილებლად უნდა იქნეს გამოძიებული. კანონმდებლობაში გვაქვს საკმარისი ჩანაწერები იმისათვის, რომ ამ ყველაფერს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ადეკვატური რეაგირება მოჰყვეს. კრიმინალი წინასაარჩევნო პერიოდში მოხდება, თუ სხვა დროს, მაინც კრიმინალია. ასეთ შემთხვევაში უნდა დაიკითხონ შესაბამისი პირები. შესაძლებელია, პროვოცირების ინციდენტებიც მოხდეს, თუმცა სამართლადამცავი ორგანოები ასეთ შემთხვევაშიც მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყვნენ და პროვოცირებასაც შესაბამისი კვალიფიკაცია  მიეცეს“, – განაცხადა ზუმბაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები