სიღნაღის თეატრმა კანადაში 3 პრიზი აიღო

სიღნაღის თეატრს კანადაში, ლივერპულის მსოფლიოს საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე 3 პრიზი მიანიჭეს.
ფესტივალი წელს მე-13-ედ გაიმართა და მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის თეატრალური დასები მონაწილეობდნენ.
სიღნაღის თეატრმა სპექტაკლი “მოხეტიალე დასი” ითამაშა, რომელიც რეჟისორმა მურად ვაშაკიძემ გურამ ბათიაშვილის პიესის მიხედვით დადგა:
“ემოციები ჯერ არ ჩამცხრალა, ამისთვის ნამდვილად ღირდა წვალება. დანაპირები შევასრულეთ. დიდი კონსტანტინესი არ იყოს: “ჩვენ დავიბადეთ პატარა მდინარის პირას. ვებრძვით და ვიმარჯვებთ დიდი მდინარის პირას დაბადებულებზე”…
პრიზები მივიღეთ საუკეთესო უცხოური სპექტაკლისთვის, ქალის როლის საუკეთესო შესრულებითვის – ნანა ბუკია და მაყურებლის რჩეული სპექტაკლისთვის,” – ნათქვამია სიღნაღის თეატრის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები